შაბათი, 2024-05-18, 10:23 PM
GvEwViEt :*

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

თამაშები [10]
თამაშები
ფილმები [36]
ფილმები
ქართ.დუბლირებული [6]
ქართ.დუბლირებული
პროგრამები [61]
პროგრამები
ვიდეოები [7]
ვიდეოები
ვებმასტერებს [6]
ვებმასტერებს
მუსიკა [24]
მუსიკა
კლიპები [29]
კლიპები
სხვადასხვა [10]
სხვადასხვა
ფოტოშოპი [11]
ფოტოშოპი
რეკლამა საიტზე [0]
რეკლამა საიტზე
ვიდეო გაკვეთილები [0]
ვიდეო გაკვეთილები
სასიყვარულო (new) [4]
სასიყვარულო (new)
ლექსები [1]
ლექსები
ახალი ამბები [0]
ახალი ამბები
მობილისთვის [0]
მობილისთვის
ელ წიგნები [0]
ელ წიგნები
ვიდეო ფაილები [0]
ვიდეო ფაილები
სპორტი [0]
სპორტი

ჩვენი გამოკითხვა

rogoria chemi site?
სულ პასუხი: 15

სტატისტიკა


online casino Counters
მთავარი » 2010 » თებერვალი » 28 » გენიალური ლექსები
1:38 AM
გენიალური ლექსები

გენიალური ლექსები

---------------------------------------------------------------

ელვამ განაპო მქუხარე ზეცა,
ცაში აიჭრა მრისხანე ალი,
იდუმალების ორომტრიალში
მოემართება ორფეხა ქალი.

ორფეხა განა ქათამიაო,
ფიქრს გაივლებდით ტვინიკოს თავში,
მაგრამ ქალს მართლაც ორი ფეხი აქვს,
გინდ დარში იყოს და გინდაც ავში.

სახეს უმალავს პირბადე შავი,
და თითებს ტყავის ხელთათმანები,
ერთი შეხედვით იუდას ქალს ჰგავს,
მაგრამ მას არ აქვს ცივი დანები.

მას აქვს მრისხანე, ცივი იერი,
გამოხედვა კი ყინულის ლოდი,
მისი ვირუსი ფილტვს გაგიხვრეტავს,
გინდ კავ-9 გქონდეს და გინდაც ნოდი.

ვირუსი ეს რაღაც ტროიანი და
ვიზუალ ბასიკის სკრიპტი კი არა,
ვირუსი მისი მრისხანებაა,
რომელმაც წლობით დიდხანს იარა.

ქალი შეჩერდა დიდ პადიეზდთან,
მზერა შეავლო შესასვლელს ჩუმი,
იგი მზად იყო ყველაფრისათვის,
თუნდ შეეჭამა ხინკალი უმი.

ხინკალი ისე რითმის გულისთვის,
მაგრამ წამსვლელი იყო ყოველზე,
მზერა კი მეტად მრისხანე ქონდა,
მას კოღოსა და სისხლის მწოველზე.

და ამ დროს ფეხი შედგა კიბეზე,
და გაიხადა ხელთათმანები,
განზრახვა ნაღდად მას ცუდი ჰქონდა,
დიდხანს ნაფიქრი, მონაზმანები.

თვალი შეავლო სოჩიკის ნუსხას,
ორმოცი იყო იქ და მგონი მეტი,
უცბად ერთ ბლოკზე მზერა მიაბყრო,
ბლოკის ნომერი იყო ცამეტი.

სოჩიკი ბრუნვით ციფრებსა სწერდა,
რაც იმას ნიშნავს რომ სახლში იყო,
სახეზე მზაკვრულმა ღიმილმა გაჰკრა,
და ხელი ლიფტის პნოპკისკენ მიჰყო.

და ოდეს შესდგა ფეხი მან ლიფტში,
ამდროს მგელივით ილესდა კბილებს,
ის დაუნდობლად ხოცავდა ყველას,
როგორც პატარა აბეზარ ტილებს.

ლიფტი შეჩერდა სართულზე მყარად,
დამაჯერებლად გაიღო კარი,
ქალის დანახვამ მეცხრე სართულზე
ააწრიალა ნოტიო ქარი.

ქარის წრიალში მკვეთრად იგრძნობდით,
ოხვრას და გმინვას აფრიან ნავის,
ნავის რომელიც შველას მოელის,
და მაცნე არის ბოროტის, ავის.

და მან ხელთ იპყრო თვით ვაზელინი,
მეზობლის გლაზოკს მჭიდროდ წაუსვა,
და ამ წასმაში მოთხვრილი თითი,
მან გასაწმენდად კედელს გაუსვა.

და დადგა ჟამი აღსასრულისა,
მიუახლოვდა ის მსხვერპლის კარებს,
თავი დახარა და შეიღმუვლა,
როგორც სჩვევიათ როდეოს ხარებს.

კარი შეაღო მეტადრე ბრთხილად,
მაგრამ შეიჭრა როგორც რაკეტა,
და მოსალოდნელი ინციდენტისთვის,
კარი შიგნიდან მჭიდროდ ჩაკეტა.

ის ფეხაკრეფით დაიძრა ჩუმად,
საძინებლისკენ აიღო გეზი,
ხელები კოხტად დაიკაპიწა,
რათა მიეხრჩო საწაყალი რეზი.

მსწრაფლ გადახადა ლოგინს საბანი,
მაგრამ მსხვერპლი მას იქ აღარ დახვდა,
რა გაიაზრა მან ყველაფერი,
ის გუნებიდან უეცრად წახდა.

რეზის მაგივრად ლოგინზე იდო,
ხელით ნაწერი წერილი შავი,
წერილი რასაც ის არ ელოდა,
და მისი ტექსტი ამგვარი არი:

„ჩემო სიცოცხლევ ყველაფერს მივხვდი,
ადრე თუ გვიან სიკვდილს მაწევდი,
მაგრამ მე მაინც იმის მჯეროდა,
ხელს რომ ჩემს თავზე შენ ვერ აწევდი,

და ჰოი ბედის უკუღმართობავ,
ვის რას უქადლი მხოლოდ შენ იცი,
შენ უარჰყავი ჩვენი ერთობა
და აგვირიე ცხოვრების ფიცი.

მე შორს წავედი ვეღარ მიხილავ,
წაველ იქ სადაც ცხოვრების ნავი,
ნელ-ლელა დინჯად მიექანება,
სადაც ერთად არს მგელი და კრავი."

რა წაიკითხა აშლიმ წერილი,
სთქვა ამ დასამარხმა მაინც დამასწრო,
წინად გასჭვრიტა ჩემი მიზანი,
და უვნებელმა მაინც გამასწრო.

ეს სთქვა და უცბად სწრაფად გავარდა,
კარის სახელურს გაუღო ენა,
მეცხრე სართულზე გაიჭრა გარეთ
და აივნიდან მიუძხვნა ფრენა.

რა დაეთხლაპა ის ძირს უგონოდ,
და აღესრულა როგორც ეს ლექსი,
თუმც ვისღაუნდა შენი ლექსები,
დღეს მოდაშია „შორენას სექსი"!

---------------------------------------------------------------

ესოდენ ტკბილი მოგონებანი
იმედს მოჰგვრიდა იდუმალ მგოსანს,
მისტიურობის ნავთსაყუდელში,
ის კითხულობდა ვეფხის ტყაოსანს.

ოდეს შეიქმნა საღამოს ჟამი,
მწუხრის საათმა სამჯერ ჩამოჰკრა,
იქ შორიახლოს გზაჯვარედინზე,
ყმაწვილმა სასხლეტს თითი გამოჰკრა.

კაცმა დაკეცა წიგნი სვიანი,
და პენსნე ცხვირის წვერზე დაიდო,
ტანი შეჰკაზმა მან ტანსაცმელით,
და თოფის ლულა მხარზე გაიდო,

ის გზას გაუდგა რათა გაეგო,
გზაჯვარედინზე ქუხილი ბედის,
და დასჯის ერთობ სურვილმა იპყრო,
დაუნდობელი სიკვდილის გედის.

კაცი რომელიც გულს გაგიქვავებს,
ვინც არც კი იცის ბედის ლხინება,
კაცი ზმანების გამოძახილის,
ბედუკუღმართი გამოვლინება.

ამჯერად მიჰქრის ურიცხვი სწრაფით,
მიჰქრის მგოსანი ფიქრით გამდგარი,
და შეკაზმულსა მის ბედაურის,
ფეხების ფლოქვებს გააქვს დგანდგარი.

განჭვრეტს შეძრული ბედის ავდარში,
ტვინში შეუძვრა შავი მაქცია,
ნუთუ დაუდგა ჟამი ვაების,
და ეწყო გულის მას დიფრაქცია. 

ამდროს მიადგა ის გზაჯვარედინს,
სადაც აღსრულდა ყმაწვილის ბედი,
სადაც გავარდა შავი ნაგანი,
სადაც წამოჯდა სიკვდილის გედი,

მიუახლოვდა დაღუპულ ყმაწვილს,
და გადაავლო გარემოს თვალი,
ისე დაუწყო გარემოს მზერა,
თითქოს ემართა ყველაფერს ვალი,

მან გადაჰხადა ყმაწვილს სუდარა,
და საოცრებამ იწყო დინება,
იქ დაბრედილი ციკანი იწვა,
და კაცმა მწარედ იწყო გინება:

ამის გულისთვის სახლი დავტოვე,
მეგონა გზაზედ ყმაწვილი მოჰკლეს,
და ჩაიშალა ცუდი განწყობა,
რასაც მკითხველმა თვალები მოჰკრეს.

ბუზღუნ ბუზღუნით შეაჯდა ლურჯას,
და განახვია ჭენების ზღვარი,
შორ გზას გაუდგა სადაც ჭარბად არს,
ბედის ტრიალის იქ ნიავღვარი. 


---------------------------------------------------------------

ჩართვის ღილაკზე თითის დაჭერით,
გამოჩნდა ბუთში გადასვლის ხიდი,
მაგრამ ქეიფადს არ შეხებია,
და ჩაიტვირთა ვინდოუს შვიდი.

შვიდის სისტემა სწრაფად ჩაირთო,
რადგან ის იყო ვინდოუს გოლდი,
მან მანერიდან მთლად ამოიღო,
იქს პი სისტემა - ვინდოუს ოლდი.

სისტემა იყო ულტიმეიტი,
და არანაირი მისი ედიტი,
ეს დადიხანია მან დააყენა,
გამოუტანა იქს პის ვერდიქტი.

ჩართვის თანავე გახსნა კონტექსტი,
და აირჩია რეფრეში ჩქარა,
ის ვირუსების მეიქერია,
მან შეცოდება არ იცის არა.

ის თვინასწავლი ხელოვანია,
ერთ დროს კომპებში ის იყო ნოლი,
მაგრამ სისტემას ალღო აუღო
ახლა მას გააქვს მოგების გოლი.

ის არიყენებს ანტივირუსებს,
რადგან კიდია ვირუსის ქონა,
მას ვირუსების კოლექცია აქვს,
როგორც შეკრული ისრების კონა.

ის ვირუსების სკრიპტის გამგეა,
და ტყუილად ის დროს ხარჯავს როდი,
მისი ვირუსი კომპს აგიფეთქებს,
გინდ კავ_9 გქონდეს და გინდაც ნოდი.

ზოგი ამბობს რომ ღრუბლებს ვერ ხედავს,
ზოგი ამბობს, რომ არ უყვარს კილკა,
ჩვენ მხოლოდ მისი სახელი ვიცით,
და ეს ასე ჟღერს, ისაა ჭინკა. gigi 


კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 955 | დაამატა: nate | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სარეკლამო ადგილი

ძებნა

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

საიტის მეგობრები

www.geoadmin.tk www.mymen.tk www.anime-1.tk

შესვლის ფორმა

სარეკლამო ადგილი

www.geo-1.tk 2024